Calvin

ორიოდე სიტყვა ამ ყმაწვილზე:

  • ათეისტი;
  • ვეგეტარიანელი;
  • სთრეით ეჯი;
  • უამრავი პირსინგით;
  • აპირებს სვასტიკა ამოისვირინგოს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სიყვარულის სიმბოლოა.
  • ასაკი – 13 წელი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავ სხვადასხვა ფორუმზე გადავაწყდი ამ ჭაბუსის ფოტოებს. ზოგის აზრით კელვინი “მაგარი ბავშვია <3″, ზოგი თვლის, რომ იგი უბრალო პოზერია, უფრო მეტი კი – რომ მას შველა სჭირდება. ერთ-ერთმა იუზერმა ისიც დაპოსტა, რომ საჭირო იყო ფორუმელების მიერ ბავშვის მშობლების დახოცვა და მისი ნორმალურ ადამიანად გამოზრდის საკუთარ თავებზე აღება… მოკლედ, კელვინის ფოტოები ხალხში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს.

5 წუთიც არაა, რაც პოსტის წერა დავიწყე, მაგრამ უკვე რამდენჯერმე შევიცვალე აზრი. ერთის მხრივ კარგია, რომ ბავშვს არ ეშინია იყოს განსხვავებული, მაგრამ, მეორეს მხრივ, განსხვავებულობა მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული იყო და ყურადღება მიიქციო – ცუდია. ინტერნეტმა “ალტერნატივშჩიკობა” და განსხვავებულობა ჩვეულებრივ მოვლენად აქცია. სავარაუდოდ კელვინი პოპულარიზებული კულტურის აჯაფსანდალი და საკუთარი აზრის არმქონე ტრაფარეტია.

კელვინის პოსტი:

უამრავ საიტზე იდება ჩემი სურათი და უამრავ საზიზღრობას ლაპარაკობენ ჩემზე, რომ საშინელი მშობლები მყავს, რომ კარგად უნდა მცემონ, რომ პოზერი ვარ და ა.შ

ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ეს ყოველივე, მაგრამ დიდ დროს ვატარებ B9-ზე, სადაც ვერავინ მიტანს. ის მაცოფებს, რომ არ მიცნობთ და მაინც გამოგაქვთ დასკვნები ჩემზე. მე არ მყავს ცუდი მშობლები. არ მაინტერესებს რას ფიქრობთ ჩემს ყურებზე ან პირსინგებზე. ეს თქვენი პრობლემაა.

რაც შეეხება სვასტიკას.. მე არ ვარ ნაცისტი. აღმოსავლურ კულტურებში სვასტიკა წარმოადგენდა და წარმოადგენს მშვიდობის სიმბოლოს. ნაცისტები მას ხუთიოდე წელი თუ იყენებდნენ.

თქვენი პრობლემაა, თუ არ გჯერათ, რომ ნამდვილი edge ვარ. ამაზე ადრეც დავწერე პოსტი.

ჩემი აზრით საკმარისად დიდი ვარ იმისთვის, რომ მივიღო რაციონალური გადაწყვეტილებები ჩემს სხეულთან დაკავშირებით. თუ დროთა განმავლობაში აზრს შევიცვლი, არა უშავს. ცვლილებები სამუდამო არაა, შემიძლება ყურები “გავიკერო”, მაგრამ არა მგონია რამე შეიცვალოს, უამრავი სხვა რაღაცის გაკეთებას ვაპირებ სხეულზე.

საბოლოო დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

5 comments on “Calvin

  1. კარგი ბავშვია თუ მართლა არ პოზიორობს :დ
    იევიც :დ უარყოფითს და მშობლების დასახოცს ვერაფერს ვხედავ :დ

  2. უბრალოდ ვფიქრობ ჯერ პატარაა იმის გასააზრებლად რა არის კარგი და რა ცუდი. ჯერ ამაყობს თავისი ნამოქმედარით მერე მობეზრდება და გაიაზრებს იმას რომ სისულელეები აკეთა, ეს ყველაფერი კი ზედმეტი ინფორმაციის გამო მოხდა და რათქმაუნდა გარემოცვისაც. ხალხი კი რაც უფრო მეტად ჩაერევა მის საქმეში მით მეტ პროტესტს გამოიწვევს და უარესს იზავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s