მეკობრეობა რომ არ არსებობდეს

დღეს tpb-დან თამაშების მორიგი პარტიის გადმოწერა დავიწყე (Arrr..I’m a pirate!!!!111..) და რატომღაც დამაინტერესა თუ დაახლოებით რა თანხის გადახდა მომიწევდა თამაშებში, მეკობრეობა რომ არ არსებობდეს, ყველაფერში პატიოსნად ვიხდიდე ფულს და რა რაოდენობით თანხას “ვპარავ” თამაშების დეველოპერებს. რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში დახურული თამაშების ღირებულების გამოანგარიშება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, გადავწყვიტე მხოლოდ იმ თამაშებით დამეწყო, რომელიც მოცემულ მომენტში მაქვს დაყენებული. ფასების გასაგებად მივაკითხე Steam-ს, რადგან ალბათ ყველაზე მოსახერხებელი ონლაინ-მაღაზიაა (უფრო ზუსტად კი ციფრული დისტრიბუციისა და უფლებების მართვისთვის შექმნილი პლატფორმა. სტიმზე შეგიძლიათ იყიდოთ როგორც ინდი დეველოპერების, ასევე მსხვილი კორპორაციების 1500-მდე თამაში):

Subtotal: $374.30 (რაც 2012 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით 624.63 ლარია)

ჯერ არ დაგვიმთავრებია. საქმე იმაშია, რომ სტიმზე არ იყიდებოდა ყველა ის თამაში, რომლის ფასიც მაინტერესებდა და მომიწია ამაზონზე გადავსულიყავი:

Subtotal: $195.01 (325.43 GEL)

ამას დამატებული Minecraft, რომელიც ოფიციალურ საიტზე ზუსტად €19.95 ღირს, ანუ 43.87 GEL:

ანუ ჯამში 993.93 ქართული ლარი (624.63 + 325.43 + 43.87)

და ეს მხოლოდ პოსტის წერის დროისთვის დაინსტალირებული თამაშების ღირებულება, რომლებშიც ერთი თეთრიც კი არ გადამიხდია და რომლებსაც დაახლოებით 1 თვეში იმავე ღირებულების ახალი თამაშებით ჩავანაცვლებ. აღარაფერს ვამბობ გადმოწერილ და ჯერ არდაყენებულ თამაშებზე, ფილმებზე, მუსიკაზე, ათას სხვადასხვა სოფტზე… მაგალითად Windows 7 Ultimate-ის (რომელიც მე მიყენია) ფასი 319 დოლარია (701 ლარი), Photoshop CS5.5 – $699 (1536 ლარი), Extended Photoshop – $999 (2196 ლარი) და ა.შ

დავუბრუნდეთ პოსტის დასაწყისში დასმულ კითხვას: რა რაოდენობით თანხას “ვპარავ” თამაშების დეველოპერებს?

ითვლება რომ მეკობრეობა, ფიზიკური ქურდობისგან განსხვავებით, დეველოპერების პოტენციურ მოგებას აყენებს ზიანს და არა არსებულ ქონებას. ანუ გამოდის, რომ მე წესით თვეში 1000 ლარამდე უნდა ვუხდიდე EA-ს, BioWare-ს და ბევრ სხვას, მაგრამ…

მეკობრეობა რომ არ არსებობდეს, პირადად მე, მოცემულ მომენტში, თამაშებში კაპიკის გადამხდელი არ ვარ.

შესაბამისად,  დასკვნა – არავის არაფერს არ ვპარავ.

Terraria, Minecraft, The Binding of Isaac, Bastion

ვაცხადებ 2012 წელს indie თამაშების წლად! ტაში, ამხანაგებო!

მიუხედავად იმისა, რომ როგორც იტყვიან გაპროჭილი ვარ, პოსტის დაწერა გადავწყვიტე და პოსტში რამდენიმე თამაშს მინდა შევეხო. წინასწარ გიხდით ბოდიშს გაპროჭილი ლექსიკის და ტაიპოების გამო.

მაშ ასე, თამაში პირველი – Terraria

Minecraft-ის 2D ბიძაშვილი, action-rpg-crafting-building simulator-პლატფორმერი, თამაში, რომელიც ზომით სულ რამდენიმე მეგაბაიტია, მაგრამ ფაქტობრივად დაუსრულებელ გეიმფლეის გვპირდება შემთხვევითობის პრინციპით დაგენერირებული სამყაროების ხარჯზე. თამაში, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ვთამაშობ და ჯერაც არ მომბეზრებია. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ შეგიძლიათ როგორც მარტო, ასევე მეგობრებთან ერთად იმოგზაუროთ/აშენოთ/იაროთ რეიდებზე/იშოვოთ უკეთესი იარაღი და არმორი და ა.შ

თამაშს რეგულარულად ააფდეითებენ და ყოველ ახალ პა”ტ”ჩზე ისედაც უზარმაზარ სამყაროს ძალიან დიდი რაოდენობით კონტენტი ემატება.

ტერარია შედარებით ვრცლად ამ პოსტში მაქვს განხილული

ტერარიაში აშენებული პაგოდას ტიპის სასახლე

თამაში N2 –  Minecraft

ყველაფერი, რაც ტერარიაზე ვთქვი, შემიძლია სიტყვა-სიტყვით გავიმეორო მაინკრაფტზე და კიდევ ერთი რაღაც, მესამე განზომილება დავუმატო.

თამაში N3 – The Binding of Isaac

თამაში იწყება იმით, რომ პატარა აიზეკის (გნებავთ ისააკის) დედას, რომელიც გამუდმებით უყურებდა რელიგიურ გადაცემებს, ერთ დღეს “ღმერთის” ხმა შვილის მოკვლას უბრძანებს. მთელი თამაში წარმოადგენს ალუზიას ბიბლიურ ისტორიაზე აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლად შეწირვის შესახებ. შეშინებული ისააკი დედამისს სარდაფში დაიმალება, სადაც უამრავ სხვადასხვა ტიპის მტერთან უწევს შებრძოლება, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვისა და აპოკალიფსის ოთხი მხედრის ჩათვლით. The Binding of Isaac წარმოადგენს Action-Adventure-ს RPG-ს ელემენტებით. თამაში მოცულობით ძალიან პატარაა, თუმცა შემთხვევით დაგენერირებული სამყაროსა და დიდი რაოდენობით unlockable კონტენტის წყალობით საკმაოდ ხანგრძლივ გეიმფლეის გპირდებათ. შეხვდებით უამრავ რეფერენსს როგორც ბიბლიურ პერსონაჟებზე, ასევე სხვა თამაშებზე და ინტერნეტ მემეებზეც კი.

თამაში N4 – Bastion

ულამაზესი Action-RPG, რომლის მოქმედებაც ხელით დახატულ სამყაროში ვითარდება. წლებია თამაშში მსგავსი კარგად დაწერილი სიუჟეტი არ შემხვედრია და ალბათ არც გადაწყვეტილების მიღება გამჭირვებია ასე ძალიან თამაშის დასასრულს. თუკი მსგავსი თამაშები არ გიზიდავთ, მარტო საუნდტრეკების გამო ღირს მისი გადმოწერა/დაყენება. აღსანიშნავია აგრეთვე თხრობის ინოვაციური სტილი, რომელიც თქვენს თითქმის ყოველ მოქმედებას უკეთებს კომენტარს. აი მაგალითად ერთხელ რატომღაც ბუჩქების ჩეხვამ ჩამითრია, მთხრობელმა კი ირონიულად აღნიშნა – ისე ებრძოდა ბუჩქებს, თითქოს ბოლოს რაიმე პრიზი ელოდაო…

თუკი გადაწყვეტთ ბასტიონის თამაშს, მხოლოდ ერთ რამეს გირჩევთ – ნუ დაივიწყებთ ძველ მეგობრებს, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.

ჰამელინი და ვირთხების არმია

დღეს, სკაირიმის თამაშისას, მორიგი კვესტის შესრულებისას, ერთერთ მიწისქვეშა გამოქვაბულში საკმაოდ უცნაურ კაცს გადავაწყდი, რომელიც, როგორ ვთქვა… მთლად ადეკვატურად არ იქცეოდა და დანახვისთანავე destruction სპელები დამიშინა. რომ არა წინასწარ მომარაგებული რამდენიმე health potion-ი, ალბათ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ, მადლობა აკატოშს, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

*კარგად დამთავრებული ყველაფერი*

ამ არაადეკვატურ და ნახევრადშიშველ ჯეელს, როგორც გაირკვა, ჰამელინი ერქვა. ცხონებულ ჰამელინს თან რამდენიმე მონეტა და დღიური აღმოაჩნდა, რომლის თრევაც დამეზარა და გადავწყვიტე იქვე წამეკითხა. როგორც ირკვევა, ჰამელენი ჯერ Winterhold-ის მაგების კოლეჯიდან გამოაგდეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩასვეს საშიში ექსპერიმენტების სიყვარულის გამო. ის მოგვიანებით ციხიდან გაიქცა და Whiterun-ის ქვეშ მდებარე გამოქვაბულთა სისტემას შეაფარა თავი, სადაც მცირე ლაბორატორია მოაწყო და შურისძიებისთვის მზადება დაიწყო. ჰამელინი გამოქვაბულების ერთადერთი ბინადარი არ ყოფილა. სწორედ ამ “ქეივმეითების” დახმარებით აპირებდა ჰამელინი შურისძიებას. მან გიგანტური ვირთხების არმიის წვრთნა დაიწყო.

ჰამელენის მეზობლები

ზუსტად ამ დროს გამინათდა გონება – ვირთხების შემოსევა, ჰამელინი… მთელი კვესტი აშკარა ალუზიას წარმოადგენდა ჰამელნელ მესტვირეზე a.k.a. ჰამელნელ ვირთხიჭერიაზე. გერმანული ლეგენდა, რომელიც ყველას თუ არა, ბევრ თქვენგანს ექნება გაგონილი: 1284 წელს, როდესაც ჰამელნს ვირთხები შეესივნენ, ქალაქში გამოჩნდა ჭრელ ტანისამოსში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ვირთხიჭერიას უწოდებდა. გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მან მოსახლეობას ვირთხებისგან გათავისუფლება აღუთქვა, შემდეგ კი ჯიბიდან ჯადოსნური სტვირი ამოიღო და დაკვრა დაიწყო. მონუსხული ვირთხები მის გარშემო შეგროვდნენ. მესტვირე მღრღნელებს მდინარისკენ გაუძღვა და ყველა მათგანი დაახრჩო. ჰამელნელებმა ვირთხიჭერიას დაპირებული საფასურის გადახდაზე უარი უთხრეს. განრისხებულმა მესტვირემ ქალაქი დატოვა, მაგრამ დაიფიცა, რომ ოდესმე დაბრუნდებოდა და შურს იძიებდა. ცოტა ხნის შემდეგ მესტვირე კვლავ გამოჩნდა ჰამელნში. ამჯერად ის მონადირის მწვანე ტანისამოსში იყო გამოწყობილი. ვირთხიჭერია ქალაქის ცენტრში დადგა და სტვირზე დაიწყო დაკვრა, თუმცა ამჯერად მის გარშემო არა ვირთხები, არამედ ბავშვები შეგროვდნენ. მესტვირე ჰამელნელ ბავშვებს ბნელ გამოქვაბულში შეუძღვა, რომელიც მათ ზურგს უკან დაიხურა. ამ დღის შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. გადარჩა მხოლოდ სამი ბავშვი: კოჭლი, რომელიც პროცესიას ჩამორჩა, ყრუ, რომელიც მხოლოდ ინტერესის გამო აედევნა მეგობრებს და ბრმა, რომელიც ვერ ხედავდა, საით წავიდნენ სხვები.

Pied Piper of Hamelin

მსგავსი ალუზიური კავშირები, აშკარა თუ შედარებით ფარული, საკმაოდ ხშირია. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ რამდენიმე დღის წინ Witcher-ში მოსმენილი ისტორია მეცნიერ ჯუჯაზე (dwarf), რომლის გამოგონილი ნივთიერებაც ხარბმა და ბოროტმა ადამიანებმა ერთმანეთის დასახოც ლეტალურ იარაღად გამოიყენეს და არა – მაღაროების გასაფართოებელ სასარგებლო ხელსაწყოდ. ჯუჯას ალფრედი ერქვა. საუბარი, თუკი ვერ მიხვდით, დინამიტის გამომგონებელ ალფრედ ნობელზე იყო.

Terraria

ტერარია

ჰარდქორ გეიმერი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი წილი ღამეებიც გამითენებია ინტერნეტ კაფეებში და NES-ის თამაშებიც დამიხურავს 48 საათიანი უსეივო და უჩეკპოინტო მარათონის შემდეგ. რატომღც სწორედ ის ბედნიერი წლები გამახსენა ტერარიამ.

2011 წლის 16 მაისს ბაზარზე ინდი სტუდია Re-Logic-ის გამოშვებული თამაში, ტერარია (Terraria) გამოჩნდა. Minecraft-ის ორგანზომილებიანი side scroller ბიძაშვილი უზარმაზარი თამაშია, რომელიც საკუთარ თავში რამდენიმე ჟანრს აერთიანებს და ნებისმიერი მათგანის მოყვარულს მისცემს გართობის საშუალებას და დენდიზე გაზრდილ თაობასაც გაუქრობს დღევანდელი ერთიმეორეზე ლამაზი, მაგრამ “უსულო” თამაშების ფონზე შემოწოლილ ნოსტალგიას.

თავდაპირველად ვაწყობთ პერსონაჟს, ვირჩევთ ვარცხნილობას, თმის, კანის, თვალის ფერს და ტანსაცმელს, შემდეგ სახელს ვარქმევთ შემთხვევით დაგენერირებულ, უნიკალურ სამყაროს და ვიწყებთ თამაშს. ტერარიაში დღე-ღამის დაახლოებით ოცწუთიანი ციკლია. მზის ჩასვლის შემდეგ ბევრად უფრო საშიში მონსტრები გამოდიან სანადიროდ, ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ თავშესაფარზე ზრუნვა. ვიღებთ ნაჯახს და ვიწყებთ ხეების ჩეხვას, რომლისგანაც მოგვიანებით სახლს ავაშენებთ. თამაშის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში ორსართულიანი სახლი, ხისგან დამზადებული იარაღები და 20-მდე სხვადასხვა სახის მასალა მქონდა. ტერარიის თამაშის დროს სწრაფ რეფლექსებთან ერთად ცოტაოდენი გამჭრიახობაც დაგჭირდებათ, რადგან ყველა ვერ მიხვდება, რომ ახლოს მდებარე ზღვის სანაპიროდან მოტანილი ქვიშის გამოწვით შუშის დამზადება შეიძლება, ან რომ ტყის გაჩეხვისას ნაპოვნი რკოს ნოყიერ ნიადაგში ჩარგვის შემდეგ იმ ადგილას ხე გაიზრდება.

ტერარიას უზარმაზარი სამყარო ფაქტობრივად დაუსრულებელ გეიმფლეის გვპირდება და რაც ყველაზე კარგია, ყოველ ახალ აფდეითთან ერთად თამაშში დიდი რაოდენობით ახალი კონტენტი ჩნდება. ამჟამად, როგორც ვიცი, უძლიერესი იარაღი Night’s Edge-ია, რომლის გამოჭედვაც მხოლოდ Demon Altar-ზე შეიძლება ოთხი შედარებით სუსტი ხმლის შეერთებით. რევიუების წერა არასოდეს მეხერხებოდა, ამიტომ რამდენიმე სქრინშოთს და გეიმფლეის ვიდეოს დავაგდებ და იმედს დავიტოვებ, რომ ერთი თქვენგანი მაინც გადაწყვეტს ამ სულრაღაცცამეტმეგაბაიტიანი თამაშის გადმოწერას და დაწყებას.

P.S ყველაზე კარგი ისაა, რომ თამაშს აქვს როგორც Single, ასევე Multiplayer-ი და მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ სასახლეების შენება თუ რეიდებზე ბოსების ხოცვა.

I’m Half Crazy…

ვისაც 2001: A Space Odyssey ნანახი აქვს, ალბათ დამეთანხმება, რომ HAL 9000-ის შემეცნებითი ფუნქციების გამორთვის სცენა ყველაზე სევდიანია მთელ ფილმში. განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას კი ფსიქოპატი კომპიუტერის “სიცოცხლის” ბოლოს წამებში წამოწყებული სიმღერა ტოვებს:

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ კლარკმა და კუბრიკმა ამით HAL 9000 ალუზიურად დააკავშირეს IBM 7094-თან. 1961 წელს IBM 7094 გახდა პირველი კომპიუტერი, რომელმაც იმღერა. ვოკალი ჯონ კელიმ და კეროლ ლოკბაუმმა დააპროგრამეს, მელოდია კი – მაქს მეტიუსმა. სიმღერას, რომელიც 1892 წელს დაიწერა, Daisy Bell ეწოდება (ვოკალი 1:05-ზე იწყება):

სიტყვები:
Daisy, Daisy, give me your answer, do,
I’m half crazy all for the love of you.
It won’t be a stylish marriage -
I can’t afford a carriage,
But you’d look sweet upon the seat
Of a bicycle built for two.

თუ ფილმი ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად ნახეთ. არაა აუცილებელი sci-fi გიყვარდეთ, 2001: A Space Odyssey არ არის სტანდარტული, CGI-თ გატენილი უსულო ბლოკბასტერი.

P.S Must see Portal-ის თაყვანისმცემლებისთვის, HAL 9000 ხომ GLaDOS-ის დიდი ძმაა.