თექვსმეტიოდე საათის წინ ერთ-ერთ ინგლისურენოვან ფორუმზე, რომლის არაოფიციალური წესდებაც პირდაპირ კრძალავს ზემოთხსენებულ ფორუმზე საჯაროდ საუბარს და რომელიც ინტერნეტის ყველაზე გარყვნილი და ბოროტი მომხმარებლებით, საბავშვო პორნოგრაფიით, სექსიზმით, რასიზმითა და ზანგივით შავი იუმორითაა სავსე, მორიგი თემა გაიხსნა. თემის ავტორი – რიგითი ანონიმური მომხმარებელი (ფორუმზე დასაპოსტად არანაირი მონაცემის შეყვანა ან ექაუნთის შექმნა არაა საჭირო) და უბრალოდ (ჩემი საზომებით) საყვარელი გოგოა:
მოკლედ Original Poster (შემდგომში OP) დახმარებას ითხოვდა თანაფორუმელებისგან და სანაცვლოდ ძუძუების სურათის ჩვენებას გვპირდებოდა, რადგან ფორუმზე ძუძუების სურათი ვალუტის ფუნქციას ასრულებს.
მთელი ფორუმის ერთსაათიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ OP-მ მადლობა გადაგვიხადა, რამდენიმე შიშველი სურათი დააგდო თავის Windows Live ექაუნთთან ერთად და დაპოსტა რომელიმეს დაგიმატებთ და უფრო დაწვრილებით ამიხსენით, ოღონდ ტვინს ნუ გაღუნავთო.
აი სად დაენძრა OP-s. ინტერნეტში გაბაზრებული მეილი ყველაზე ცუდ შემთხვევაში სპამს ნიშნავს, ამ ფორუმზე გაბაზრებული – მოტყნულ ცხოვრებას.
დაახლოებით 45 წამში ვიცოდი:
- OP-ის ნამდვილი სახელი
- OP-ს FB
- სკოლა, რომელშიც სწავლობს OP და შესაბამისად სკოლის მეილი
- OP-ის მისამართი (დაახლოებით)
რიქვესთის გაგზავნისთანავე გადავედი კედელზე და სანამ უარის მონიშვნას მოასწრებდა, დამატებით გავიგე: - OP-ს ბოიფრენდის სახელი
- OP-ს ბოიფრენდის FB
- OP-ს დის FB
ეს პირველი შემთხვევა არაა. ფორუმი შეცდომებს არ პატიობს. ფორუმს უყვარს ძუძუები, მაგრამ არ უყვარს camwhore-ები.
ძალიან მარტივად, სულ რაღაც რამდენიმე კლიკით რამდენიმე წამში შემიძლია OP-ს სურათები მის სკოლას, დასა და ბოიფრენდს გადავუგზავნო და არანაირი პასუხისმგებლობა არ დამეკისრება, სინდისიც ან შემაწუხებს, ან არა. მეც ერთ-ერთი ფორუმელი ვარ. ფორუმზე ყოფნისას მეც პედოფილი, რასისტი და უბრალოდ ნაბიჭვარი ვარ.
ბოლოს OP-ს პროფილისა და ვოლის სქრინშოთებს ვიღებ, fb-ზე ვუგზავნი და ვურჩევ ზედმეტი ინფორმაცია თუნდაც დროებით მოაშოროს, privacy settings-ში ყველაფერი friends only-ზე გადაიყვანოს და ბოლოს წარმატებას ვუსურვებ. OP მწერს, რომ ასეც მოიქცევა და მადლობას მიხდის. მე თავი რაინდი მგონია და ვგრძნობ, როგორ იცვლება ჩემი Chaotic Evil აურა Lawful Good-ით.
