მორიგი პოსტი არაფერზე
აღმოჩნდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად დროც უფრო სწრაფად გარბის. დიდი ხნის წინ, სადღაც მეორე-მესამე კლასში ყოფნისას, როდესაც სასწავლო წელი მთელი ცხოვრება გრძელდებოდა და სანატრელი ზაფხული არა და არ მოდიოდა, დიდები სულ იმაზე წუწუნებდნენ, რომ დრო ძალიან სწრაფად გარბოდა. ფაქტია, რომ დროის აღქმა ზრდასთან ერთად იცვლება.
ჩვენი ცხოვრების ყოველი მომდევნო წელი ჩვენი მთლიანი ცხოვრების სულ უფრო მცირე პორციას წარმოადგენს, დაწყებული 1/1-დან და დამთავრებული 1/80-ით (საუკეთესო შემთხვევაში)… მოკლედ, რაც უფრო გადის დრო, მით უფრო გადის დრო.
აპათია დროებით ჩამიცხრა და ჩემმა ემო მეორე მემ ისევ წამოყო. ნაბიჭვარი.
ვიხსენებ რა მაქვს გაკეთებული ამ დვაცაწსჩემტა წლის განმავლობაში და მნიშვნელოვანი არაფერი მომდის თავში. მახსენდება ცალკეული ეპიზოდები, რომელთა უმეტესობაც ობიექტური მიზეზების გამო ორ კონრეტულ პიროვნებას უკავშირდება.
ზემოთხსენებული კითხვების განსაკუთრებიდ დიდი რაოდენობით გუშინ დამასხივეს, დისშვილის ნათლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჩემზე კარგად იცის ჩემი მაღლივიდან მიგრირების გამომწვევი მიზეზები, მაინც ჯიუტად და ბეჯითად მბურღავენ. ყველაზე მაგარი ის იყო, ილიაუნის ხსენებაზე ერთ-ერთმა “იმ ნაბიჭვრის” გამო დაჭერილი “საწყალი ბიჭები” გაიხსენა, ცოტა ხანი თავისთვის იბუტბუტა რაღაც და ბოლოს დაასკვნა, აქუბარდია მთავრობის კაცია, თორემ იმ ბიჭებს არ დააჭერინებდაო.

