ალბათ ყველას გახსოვთ 1986 წელს ტანერების გარაჟის სახურავზე ავარიულად დაშვებული საყვარელი უცხოპლანეტელი, მელმაკელი გორდონ შამვეი ( შუმვეი? შომვეი? O_o – Gordon Shumway), რომელსაც ტანერების ოჯახმა ალფი შეარქვა და რომელმაც ისეთი ფრაზებით დაგვამახსოვრა თავი, როგორებიცაა: ჰეი, ვილი, შეიძლება შენი კატა შევჭამო და…პრინციპში მეტი ფრაზა არც მახსენდება. სერიალი 4 წლის განმავლობაში გადიოდა NBC-ზე და ორიოდე სეზონი ჩვენთანაც დაატრიალეს, მაგრამ, თუ სწორად მახსოვს, ბოლომდე არ გაუშვიათ. იცით, როგორ დამთავრდა ბოლო, მეოთხე სეზონის ბოლო სერია? არა? ძალიან კარგი… :ხელებისფშვნეტა:
მოკლედ, დასასრულის დასაწყისში ალფს ორი გადარჩენილი მელმაკელი დაუკავშირდება, რომლებიც ახალი პლანეტის კოლონიზაციას აპირებენ და მათთან წასვლას შესთავაზებენ. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ალფი ტანერებთან დარჩენას საკუთარი რასის აღდგენას ამჯობინებს. მოეწყობა პატარა გამოსამშვიდობებელი საღამო, რომლის შემდეგაც ალფს ქალაქგარეთ გაიყვანენ და მინდორში დატოვებენ, სადაც მას თანამოძმეებმა უნდა უნდა მოაკითხონ, როდესაც… მგონი ჯობია ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ:
დიახ, ალფი Alien Task Force-ის წევრებმა შეიპყრეს. ზოგიერთმა ოპტიმისტმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა და ალფს არაფერი დაუშავდება, უბრალოდ რამდენჯერმე დაკითხავენ და გაუშვებენ, ან რამე მსგავსი, მაგრამ…
პირველივე სეზონში ვხედავთ ATS-ის წარმომადგენელს, რომელიც ამბობს, რომ უცხოპლანეტელის დაჭერის შემთხვევაში მასზე ექსპერიმენტებს ჩაატარებენ, გამოიკვლევენ, თუ რა რეაქცია ექნება მას “მაღალ და დაბალ ტემპერატურებზე, მაღალ ძაბვაზე, ტოქსიკურ ნივთიერებებზე, ტკივილზე, უძილობაზე, ნემსებით ჩხვლეტაზე და რა თქმა უნდა, გაკვეთაზე”.
“We’ll see how it responds to intense heat, freezing cold, high voltage, toxic substances, pain, sleep deprivation, inoculation [that's needles], and, of course, dissection”
: (
ისღა დაგვრჩენია ფანტაზიას მივენდოთ და წარმოვიდგინოთ როგორ წვავენ, ყინავენ, წამლავენ და ატყავებენ საწყალ ალფს კადრს მიღმა…


