მეკობრეობა რომ არ არსებობდეს

დღეს tpb-დან თამაშების მორიგი პარტიის გადმოწერა დავიწყე (Arrr..I’m a pirate!!!!111..) და რატომღაც დამაინტერესა თუ დაახლოებით რა თანხის გადახდა მომიწევდა თამაშებში, მეკობრეობა რომ არ არსებობდეს, ყველაფერში პატიოსნად ვიხდიდე ფულს და რა რაოდენობით თანხას “ვპარავ” თამაშების დეველოპერებს. რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში დახურული თამაშების ღირებულების გამოანგარიშება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, გადავწყვიტე მხოლოდ იმ თამაშებით დამეწყო, რომელიც მოცემულ მომენტში მაქვს დაყენებული. ფასების გასაგებად მივაკითხე Steam-ს, რადგან ალბათ ყველაზე მოსახერხებელი ონლაინ-მაღაზიაა (უფრო ზუსტად კი ციფრული დისტრიბუციისა და უფლებების მართვისთვის შექმნილი პლატფორმა. სტიმზე შეგიძლიათ იყიდოთ როგორც ინდი დეველოპერების, ასევე მსხვილი კორპორაციების 1500-მდე თამაში):

Subtotal: $374.30 (რაც 2012 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით 624.63 ლარია)

ჯერ არ დაგვიმთავრებია. საქმე იმაშია, რომ სტიმზე არ იყიდებოდა ყველა ის თამაში, რომლის ფასიც მაინტერესებდა და მომიწია ამაზონზე გადავსულიყავი:

Subtotal: $195.01 (325.43 GEL)

ამას დამატებული Minecraft, რომელიც ოფიციალურ საიტზე ზუსტად €19.95 ღირს, ანუ 43.87 GEL:

ანუ ჯამში 993.93 ქართული ლარი (624.63 + 325.43 + 43.87)

და ეს მხოლოდ პოსტის წერის დროისთვის დაინსტალირებული თამაშების ღირებულება, რომლებშიც ერთი თეთრიც კი არ გადამიხდია და რომლებსაც დაახლოებით 1 თვეში იმავე ღირებულების ახალი თამაშებით ჩავანაცვლებ. აღარაფერს ვამბობ გადმოწერილ და ჯერ არდაყენებულ თამაშებზე, ფილმებზე, მუსიკაზე, ათას სხვადასხვა სოფტზე… მაგალითად Windows 7 Ultimate-ის (რომელიც მე მიყენია) ფასი 319 დოლარია (701 ლარი), Photoshop CS5.5 – $699 (1536 ლარი), Extended Photoshop – $999 (2196 ლარი) და ა.შ

დავუბრუნდეთ პოსტის დასაწყისში დასმულ კითხვას: რა რაოდენობით თანხას “ვპარავ” თამაშების დეველოპერებს?

ითვლება რომ მეკობრეობა, ფიზიკური ქურდობისგან განსხვავებით, დეველოპერების პოტენციურ მოგებას აყენებს ზიანს და არა არსებულ ქონებას. ანუ გამოდის, რომ მე წესით თვეში 1000 ლარამდე უნდა ვუხდიდე EA-ს, BioWare-ს და ბევრ სხვას, მაგრამ…

მეკობრეობა რომ არ არსებობდეს, პირადად მე, მოცემულ მომენტში, თამაშებში კაპიკის გადამხდელი არ ვარ.

შესაბამისად,  დასკვნა – არავის არაფერს არ ვპარავ.

Terraria, Minecraft, The Binding of Isaac, Bastion

ვაცხადებ 2012 წელს indie თამაშების წლად! ტაში, ამხანაგებო!

მიუხედავად იმისა, რომ როგორც იტყვიან გაპროჭილი ვარ, პოსტის დაწერა გადავწყვიტე და პოსტში რამდენიმე თამაშს მინდა შევეხო. წინასწარ გიხდით ბოდიშს გაპროჭილი ლექსიკის და ტაიპოების გამო.

მაშ ასე, თამაში პირველი – Terraria

Minecraft-ის 2D ბიძაშვილი, action-rpg-crafting-building simulator-პლატფორმერი, თამაში, რომელიც ზომით სულ რამდენიმე მეგაბაიტია, მაგრამ ფაქტობრივად დაუსრულებელ გეიმფლეის გვპირდება შემთხვევითობის პრინციპით დაგენერირებული სამყაროების ხარჯზე. თამაში, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ვთამაშობ და ჯერაც არ მომბეზრებია. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ შეგიძლიათ როგორც მარტო, ასევე მეგობრებთან ერთად იმოგზაუროთ/აშენოთ/იაროთ რეიდებზე/იშოვოთ უკეთესი იარაღი და არმორი და ა.შ

თამაშს რეგულარულად ააფდეითებენ და ყოველ ახალ პა”ტ”ჩზე ისედაც უზარმაზარ სამყაროს ძალიან დიდი რაოდენობით კონტენტი ემატება.

ტერარია შედარებით ვრცლად ამ პოსტში მაქვს განხილული

ტერარიაში აშენებული პაგოდას ტიპის სასახლე

თამაში N2 –  Minecraft

ყველაფერი, რაც ტერარიაზე ვთქვი, შემიძლია სიტყვა-სიტყვით გავიმეორო მაინკრაფტზე და კიდევ ერთი რაღაც, მესამე განზომილება დავუმატო.

თამაში N3 – The Binding of Isaac

თამაში იწყება იმით, რომ პატარა აიზეკის (გნებავთ ისააკის) დედას, რომელიც გამუდმებით უყურებდა რელიგიურ გადაცემებს, ერთ დღეს “ღმერთის” ხმა შვილის მოკვლას უბრძანებს. მთელი თამაში წარმოადგენს ალუზიას ბიბლიურ ისტორიაზე აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლად შეწირვის შესახებ. შეშინებული ისააკი დედამისს სარდაფში დაიმალება, სადაც უამრავ სხვადასხვა ტიპის მტერთან უწევს შებრძოლება, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვისა და აპოკალიფსის ოთხი მხედრის ჩათვლით. The Binding of Isaac წარმოადგენს Action-Adventure-ს RPG-ს ელემენტებით. თამაში მოცულობით ძალიან პატარაა, თუმცა შემთხვევით დაგენერირებული სამყაროსა და დიდი რაოდენობით unlockable კონტენტის წყალობით საკმაოდ ხანგრძლივ გეიმფლეის გპირდებათ. შეხვდებით უამრავ რეფერენსს როგორც ბიბლიურ პერსონაჟებზე, ასევე სხვა თამაშებზე და ინტერნეტ მემეებზეც კი.

თამაში N4 – Bastion

ულამაზესი Action-RPG, რომლის მოქმედებაც ხელით დახატულ სამყაროში ვითარდება. წლებია თამაშში მსგავსი კარგად დაწერილი სიუჟეტი არ შემხვედრია და ალბათ არც გადაწყვეტილების მიღება გამჭირვებია ასე ძალიან თამაშის დასასრულს. თუკი მსგავსი თამაშები არ გიზიდავთ, მარტო საუნდტრეკების გამო ღირს მისი გადმოწერა/დაყენება. აღსანიშნავია აგრეთვე თხრობის ინოვაციური სტილი, რომელიც თქვენს თითქმის ყოველ მოქმედებას უკეთებს კომენტარს. აი მაგალითად ერთხელ რატომღაც ბუჩქების ჩეხვამ ჩამითრია, მთხრობელმა კი ირონიულად აღნიშნა – ისე ებრძოდა ბუჩქებს, თითქოს ბოლოს რაიმე პრიზი ელოდაო…

თუკი გადაწყვეტთ ბასტიონის თამაშს, მხოლოდ ერთ რამეს გირჩევთ – ნუ დაივიწყებთ ძველ მეგობრებს, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.